პროტესტი პარლამენტთან

დიღმელაშვილი: აქციები და პიკეტირება გაგრძელდება, სანამ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება

ტაბულა

მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ-ერთი აქტივისტის, შოთა დიღმელაშვილის თქმით, აქციები და პიკეტირება გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლება არ შეასრულებს მათ მოთხოვნას, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. 

"თავიანთი თვალის ჩინით გადაიხადეს ვიღაცებმა პროპორციული არჩევნებისთვის და ხელისუფლებამ უკან წაიღო დაპირება, რადგან მიდის სრული პუტინიზაცია. ჩვენ გერმანული მოდელიც შევთავაზეთ, მაგრამ ამის ნაცვლას, ბერლინის კედელი აგვიგეს აქ. არ ვითხოვთ რაიმე შეუძლებელს, ვითხოვთ, რომ ტოტალური ძალაუფლება არ ჰქონდეს არცერთ ხელისუფალს არც ამჟამინდელს, არც ყოფილს, არც მომავალს" - აღნიშნა დიღმელაშვილმა. 

მისივე თქმით, ხელისუფლებას გამოყვანილი ჰყავს საავიაციო პოლიცია, რადგან როგორც ის ამბობს მათ აღარ ჰყოფნით პოლიციის რესურსი. 

გაერთიანებულმა ოპოზიციურმა სპექტრმა და სამოქალაქო აქტივისტებმა 28 ნოემბრისთვის პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება დააანონსეს, რათა ქართული ოცნების დეპუტატებმა პარლამენტში სესიის ჩატარება ვერ შეძლონ, თუმცა ადგილზე მისულებს, შესასვლელებთან მისაღწევი გზები და ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჩახერგილი დახვდათ, რომელსაც ასობით სამართალდამცველი აკონტროლებს. 

კომენტარები