Baby Yoda

სერიალში The Mandalorian პატარა იოდას შექმნა CGI-ს დახმარებით უნდოდათ

The Mary Sue

სერიალში The Mandalorian პატარა იოდა (Baby Yoda) CGI ტექნოლოგიის დახმარებით უნდა შეექმნათ, თუმცა მოგვიანებით სერიალის ავტორებმა გადაიფიქრეს. 

როდესაც მესამე ეპიზოდის გადაღებების დროს (რომელშიც პატარა იოდა გამოჩნდა) გადამღებმა ჯგუფმა მოედნიდან იოდას თოჯინა გაწია, რომ შემდეგ, პერსონაჟი კომპიუტერული გრაფიკით აეწყოთ, რეჟისორი ვერნერ ჰერცოგი გაცოფდა და ყველას მშიშარები უწოდა. ამის შემდეგ ყველაფერი ისე დატოვეს, როგორც თავდაპირველად იყო ჩაფიქრებული.

დღეს Baby Yoda ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟია მსოფლიოში, მისი ვიზუალის გამოყენებით უამრავი Meme იქმნება. 

კომენტარები