დონალდ ტრამპი

ტრამპმა Twitter-ზე თავისი ფოტოშოპში დამუშავებული ფოტო გაავრცელა

აშშ-ის პეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე თავისი ფოტოშოპში დამუშავებული ფოტო გაავრცელა.

ტრამპის მიერ გავრცელებული ფოტო, სავარაუდოდ, 1982 წლის ფილმის როკი 3 პოსტერდან შექმნეს, რომელზეც სილვესტერ სტალონეა გამოსახული.


ფოტო: Twitter

NYpost წერს, რომ თეთრს სახლს ფოტოს მნიშველობის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

27 ნოემბერს ტელეკომპანიის ESPN Twitter-ზე დაპოსტეს როკისა და ივან დრაგოს ორთაბრძოლის ფოტო - "ამ დღეს 1985 წელს როკი ბალბოამ მე-15 რაუნდში ივან დრაგოს ნოკაუტით მსოფლიო შოკში ჩააგდო". ივან დრაგოც როკის ფილმების პერსონაჟია, რომელიც წარმოშობით რუსია.

 

კომენტარები