ჰელენა ბონემ კარტერმა გამოცემასთან Harper's Bazaar რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა და საზოგადოებას ცხოვრებისეული გაკვეთილებიც გაუზიარა:
მეგობრობაზე
"ამ ცხოვრების განმავლობაში იმას მივხვდი, რომ მეგობრობა, ნამდვილად ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. აქამდე ჩემი მეგობრების დახმარებით მოვედი! თუმცა, ძალიან რთულია ყველა მეგობარს დრო დაუთმო. სულ მგონია, რომ მათ საკმარის დროს არ ვუთმობ. იმდენ დროს რამდენსაც იმსახურებენ. "
სიყვარულზე
"სიყვარული საუკეთესოა, განსაკუთრებით, თუ მას იპოვი. თუმცა, თუ ვერ იპოვე, მაინც შეგიძლია, რომ გასცე"
ამბიციებზე დაკარიერაზე
"ვფიქრობ, რაც უფრო მეტად იზრდები, შენი ამბიციები უფრო მკრთალი ხდება და ნელ-ნელა ქრება. ვფიქრობ 12 წლის ასაკში ბევრად უფრო ამბიციური ვიყავი ვიდრე დღეს. ახლა ვხვდები, რომ კარიერისთვის ამბიციურობაზე მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს და ძალიან მიხარია, რომ შემიძლია დღესაც ვიმუშავო. "
ასაკზე
"როდესაც ბერდები, და შენს სილამაზეს კარგავ, მაშინ იწყებ მის დანახვას - უკვე სხვებში, და ეს კარგია."
ცხოვრების რთულ პერიოდებზე
"მე მქონია ცხოვრებაში ძალიან ცუდი პერიოდები და ვფიქრობ, ყველაფერს გავცემ იმისთვის, რომ სხვისთვის რთულ დროს მის გვერდით ვიყო და ცხოვრება შევუმსუბუქო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ასეთ მომენტებში ხვდები, რომ დროს ტყუილად არ ხარჯავ."