ცნობილი ადამიანები

რენე ზელვეგერის თქმით, ინსტაგრამი არ აქვს, რადგან სწორად გაზარდეს

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

ინგლისელმა მსახიობმა რენე ზელვეგერმა Los Angeles Times-თან სოციალურ ქსელებზე, მათში მონაწილეობაზე და პირად სივრცეებზე ისაუბრა.

მსახიობის თქმით, ის არ არის მზად რომ საჯაროდ ბევრი რამ გააზიაროს.

"ამაზე ბევრს ვფიქრობ. ასევე, ვფიქრობ როგორ გავიზარდე და როგორ გამზარდეს. ჩემი მშობლები ძალიან ჩაკეტილი ადამიანები არიან და ჩვენ არ ვსაუბრობთ ოჯახის საქმეებზე საჯაროდ. ამ დროს მე თავს არაკომფორტულად ვგრძნობ", - თქვა რენე ზელვეგერმა.

მსახიობი არც ინსტაგრამზე და არც ფეისბუქზე დარეგისტრირებული არ არის და როგორც ჩანს ამას არც აპირებს.

"ვფიქრობ, ჩვენი თაობა ბოლოა, რომელსაც პირადი სივრცის გამოცდილება აქვს. უჩვეულოა, რომ ახალგაზრდა თაობისთვის არ არის უცნაური უცბად ტელეფონის ამოღება და ვიღაცისთვის ფეხებიდან სახემდე ფოტოს გადაღება გამარჯობის თქმის გარეშე. თუმცა, მე ეს მესმის და ამასთან პრობლემა არ მაქვს", - თქვა რენე ზელვეგერმა.

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობზე და მის პარტნიორებზე წლების განმავლობაში ბევრი ჭორი შეიქმნა, ბოლო 7 წელში ის პარტნიორთან ერთად საჯაროდ მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა.

"ვფიქრობ, საპასუხისმგებლოა როდესაც საჯარო ფიგურა ხარ. არ ვდარდობ რას ამბობს ან ფიქრობს ხალხი, მაგრამ უნდა ვდარდობდე, რადგან ზოგადად მნიშვნელოვანია რას ამბობს ხალხი. ეს ყველაფერი იმისთვის არის, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია იყო", - თქვა რენე ზელვეგერმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები