უაქციზო სიგარეტი

საგამოძიებო: 17 300 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვისთვის 4 პირი დავაკავეთ

მიკაელა რელე / REUTERS

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ნოემბრის თვეში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვისთვის 11 ფაქტი გამოავლინეს და 4 პირი დააკავეს. 

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში, სამეგრელოს, იმერეთის, აჭარისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 17 300 კოლოფი უაქციზო სიგარეტი",-ნათქვამია განცხადებაში. 

ამოღებული უაქციო სიგარეტის ღირებულება 68 000 ლარზე მეტია. 

გამოძიება მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები