გიორგი კანდელაკი

აქციაზე დეპუტატი გიორგი კანდელაკი დააკავეს

პუბლიკა

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მიმდინარე აქციაზე საქართველოს პარლამენტის წევრი, გიორგი კანდელაკი დააკავეს.

​დაკავების შესახებ ინფორმაცია დეპუტატმა ფეისბუქზე დაადასტურა. შსს-ში განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

პოლიციას დაკავებული ჰყავდა ევროპული საქართველოს კიდევ კიდევ ერთი ლიდერი, გიგი უგულავა. ის უკვე თავისუფალია და აქციაზე დაბრუნდა.

გარდა ამისა, პოლიცია ცდილობდა დეპუტატ ირაკლი აბესაძის დაკავებასაც, თუმცა საბოლოოდ, აბესაძე აქციაზე დარჩა.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია აქციის სხვა მონაწილეების დაკავების შესახებაც. ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში განცხადებას ამ დრომდე არ აკეთებენ.

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, სადაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ღონისძიებას მართავს, აქტივისტები იმყოფებიან.

თეა წულუკიანმა შენობაში შესვლა პოლიციის კორდონის გავლით შეძლო.

კომენტარები