თეა წულუკიანი

"მონა" - თეა წულუკიანმა ეროვნული ბიბლიოთეკა შენობა შეძახილების ფონზე დატოვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე დატოვა.

"მონა, მონა" - სკანდირებდნენ აქტივისტები.

თეა წულუკიანმა ტერიტორიის დატოვება პოლიციელების კორდონის დახმარებით შეძლო.

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, სადაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ღონისძიებას მართავდა, აქცია მიმდინარეობს. თეა წულუკიანმა შენობაში შესვლა პოლიციის კორდონის გავლით შეძლო.

პოლიციამ დააკავა და გაათავისუფლა დეპუტატი გიორგი კანდელაკი, ასევე, გიგი უგულავა. ამ დრომდე დაკავებულები არიან აქციის სხვა მონაწილეები. შსს-ს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

კომენტარები