სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია

მთავრობა 117 ობიექტის პრივატიზებას გეგმავს — ქონების საერთო ფასი 150 მილიონი ლარია

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს მთავრობა

დღეს, 29 ნოემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრტმა, ნათია თურნავამ მთავრობის მიერ მომზადებული საპრივატიზაციო ქონების პრეზენტაცია გამართა.

საპრივიტიზაციო ქონების ნუსხა ქვეყნის მასშტაბით სახელწმწიფოს საკუთრებაში არსებულ. ობიექტები 45 ქალაქსა და მუნიციპალიტეტშია განთავსებული. ნუსხაში შედის სასაწყობე, სატბორე, სამრეწველო მეურნეობები, ასევე სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა და სასტუმროები. 

პრეზენტაციას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარიაც. პრემიერის თქმით, გასაყიდად მომზადებული ქონების საერთო საწყისი ფასი 150 მილიონი ლარია. გახარია ამბობს, რომ პროექტის რეალიზაციის შედეგად ქვეყანაში 2 500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. 

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას, თქმით სახელმწიფო ქონების შეძენა 100 პარალელური აუქციონის მეშვეობით უკვე დღეიდან, ნებისმიერ მსურველს შეუძლია. თურნავას თქმით, პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და ქონების შეძენას მსურველები გამარტივებული წესებით შეძლებენ.

თურნავა ამბობ, რომ ობიექტების ჩამონათვალია მუდმივად განახლებადია და დროთა განმავლობაში ნუსხვას ბიზნესისთვის საინტერესო მრავალი ობიექტი დაემატება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები