აქცია ეროვნულ ბიბლიოთეკასთან

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 6 პირი დააკავეს

ტაბულა

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 6 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს.

დღეს, 29 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის წარმომადგენლები, გიგი უგულავა და გიორგი კანდელაკიც დააკავეს. პოლიციამ მოგვიანებით ორივე მათგანი ავლაბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაათავისუფლა. ხოლო, პოლიციის მხირდან დაკავების მცდელობისას, დეპუტატ ირაკლი აბესაძეს თვალი დაუზიანდა.

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, სადაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ღონისძიებას მართავდა, პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. თეა წულუკიანმა შენობაში შესვლა პოლიციის კორდონის გავლით შეძლო. შენობა იუსტიციის მინსიტრმა შეძახილების ფონზე "მონა" დატოვა.

კომენტარები