მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი ქუთაისში ენმ-ის ოფისთან აქციაზე: ყველას იდენტიფიცირება უნდა მოხდეს

მთავარი არხი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ქუთაისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან მიმდინარე აქციას ეხმაურება. აქცია ქართული ოცნების მხარდამჭერებმა გამართეს. მათ ოფისთან ცოცხები და კვერცხები მიიტანეს და უცენზურო წარწერები გააკეთეს. მოხდა დაპირისპირება, მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

"ერთი ჯგუფი ქართული ოცნების სახელმწიფო მოხელეების და სინამდვილეში ივანიშვილის მონების, ოჯახის წევრების, საყვარლების, ნათელ მირონის, "პადძელნიკების", ამ ნიშნით ეწყობიან დღეს სახელმწიფო სამსახურებში საქართველოში, თავს დაესხა ქუთაისში ნაციონალური მოძრაობის ოფისს, ცოცხებით და კვერცხებით. ეს ხალხი არიან ნამდვილი საჯდომის კულტის მსახურები. საჯდომს და ცოცხებს ვერ გაცდნენ.

თითოეული ამ ადამიანის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს. მინდა ვუთხრა ჩვენს მომხრეებს, უბრალო მოქალაქეებს, ჩვენს აქტივისტებს, უბრალოდ ქუთაისელებს, სხვა ქალაქების მაცხოვრებლებს, წესიერ პოლიციელებს, უნდა მოხდეს თითოეული ამ სახელმწიფო მოხელის იდენტიფიკაცია, რომელიც იქცა საჯდომის და სინამდვილეში ივანიშვილის კულტის ნებაყოფლობით მსახურად. ეს არის დარღვევა კანონების და ამ ხალხს საზოგადოებამ და კანონმა უნდა გასცეს პასუხი." ამბობს სააკაშვილი.

ის ასევე გამოდის ინიციატივით შეიქმნას იურისტთა ჯგუფი, რომელიც ადამიანის უფლებათა დამრღვევი პოლიციელების იდენტიფიცირებას მოახდენს და მათ წინააღმდეგ სარჩელს შეიტანენ. სააკაშვილის თქმით მსგავსი ჯგუფი ხვალიდან შეიქმნება:

"მე თვითონ დავუჭერ მხარს ასეთ ორგანიზაციას. ჩვენ ხვალიდან უნდა შევქმნათ იურისტთა ჯგუფი, ამოვიღოთ ტელევიზიებიდან ყველა სახელი და გვარი, უმეტესობა ინდენტიფიცირებულია, ადამიანის უფლებათა დამრღვევი პოლიციელების, ყველა ვინც არბევს, ცემს, არაპროპორციულ ძალას იყენებს, ყინვაში ხალხს წყლის ჭავლს ასხამს, ტყვიებს ესვრის თვალებში და ყველა მათგანზე უნდა შევიტანოთ სარჩელი. რა თქმა უნდა ივანიშვილის პირობებში ამას შესაძლოა მაშინვე ეფექტი არ მოჰყვეს, მაგრამ ივანიშვილი სულ მალე დასრულდება და მინდა ვუთხრა ამ პოლიციელებს - ყველანი აგებთ პასუხს ძალიან მკაცრად."

კომენტარები