NATO

სტოლტენბერგი: რუსეთის აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ ერთსულოვნად ვიდგებით

0 კომენტარი
ფოტო: NATO

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 3-4 დეკემბერს ლონდონში დაგეგმილი სამიტის წინ პრესკონფერენცია გამართა. მან თქვა, რომ სამიტზე რუსეთის საკითხიც განიხილება:

"ჩვენ განვიხილავთ რუსეთსაც, იარაღზე კონტროლის მომავალს, NATO-ს მოკავშირეები რუსეთის აგრესიული ქმედების პასუხში ერთსულოვნები იყვნენ, ჩვენი ორმხრივი მიდგომა: თავდაცვა და დიალოგი კვლავ ძალაშია. ჩვენ შევთანხმდით, რომ რუსეთის მიერ შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების ხელშეკრულების დარღვევაზე პასუხი თავდაცვითი, მოზომილი და შეთანხმებული იქნება. მომდევნო თვეებში ამაზე ვიმუშავებთ... ჩვენ ერთად ვდგავართ რუსეთის აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ."

სტოლტენბერგმა თქვა, რომ NATO-ს წევრი რომელიმე ქვეყნის მიმართ რუსეთის მხრიდან პირდაპირ სამხედრო საფრთხეს ვერ ხედავენ, თუმცა ხაზი გაუსვა საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს:

"ჩვენ რუსეთის მხრიდან NATO-ს წევრი ქვეყნის მიმართ გარდაუვალ სამხედრო საფრთხეს ვერ ვხედავთ, მაგრამ ვხედავთ სტრატეგიულ გამოწვევას. ჩვენ ვხედავთ რუსეთს, რომელიც დიდი ინვესტიციებს დებს ახალ, თანამედროვე იარაღში, მათ შორის ბირთვულ ძალებში და რუსეთს, რომელიც არღვევს იარაღის კონტროლზე საკვანძო შეთანხმებას ევროპაში, შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმებას, და განათავსებს რაკეტებს, რომლებსაც ევროპულ ქალაქებამდე წუთებში მიღწევა და ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლიათ.

ასევე ვხედავთ რუსეთს, რომელიც პასუხისმგებელია აგრესიულ ქმედებებზე მეზობლების მიმართ: საქართველო, უკრაინა, ძალები ჰყავს მოლდოვაშიც ამ ქვეყნის მთავრობის თანხმობის გარეშე.

ასე რომ, დიახ, არ გვინახავს NATO-ს წევრი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია, მაგრამ რეალობა ისაა, რომ სწორედ ამიტომაა NATO-ს მიერ სანდო შეკავების და თავდაცვის პოლიტიკის გაგრძელება და სწორედ ამიტომ ვახდენთ მოდერნიზაციას სამყაროში, სადაც რაიმეს წინასწარმეტყველება სულ უფრო რთულია, უფრო მეტ ინვესტიციას ვდებთ მზაობის და ჩვენი ძალების გაზრდაში." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ NATO-ს სამიტის წინ რუსეთზე საფრნაგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც ისაუბრა, თუმცა სტოლტენბერგისაგან განსხვავებით მან თქვა, რომ რუსეთი და ჩინეთი მტრები არ არიან და მთავარი მტერი ტერორიზმია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა (Video)

კომენტარები