ავტოსაგზაო შემთხვევა

ზესტაფონში პოლიციელს მანქანა დაეჯახა, ის კლინიკაში გარდაიცვალა

flickr

ზესტაფონში ავტომანქანა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს დაეჯახა. პოლიციელი მრავლობითი დაზიანებებით კლინიკა "ფერომედში" გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. პოლიციის თანამშრომელს მანქანა მაშინ დაეჯახა, როცა ის საპატრულო მანქანიდან გადმოდიოდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლი მიიმალა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე და მეექვსე ქვეპუნქტებით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა მძღოლის მიერ, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია). მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები