ესტონეთი

სპუტნიკი ტალინში ოფისს ტოვებს, რადგან ესტონური ბანკები მათ მომსახურებაზე უარს ამბობენ

0 კომენტარი
Russia Today-ის ხელმძღვანელი მარგარიტა სიმონიანი ფოტო: SCANPIX / TASS

რუსული პროპაგანდისტული მედიის Russia Today-ის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების გამო რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული მედია-პორტალი სპუტნიკი იძულებულია, ტალინში ნაქირავები ოფისი დაცალოს, რადგან ესტონური ბანკები უარს ამბობენ, სპუტნიკისთვის სახელფასო ანგარიშების გახსნაზე. 

ინფორმაციას ამის შესახებ ესტონური სააგენტო ავრცელებს. 

Russia Today-ის ხელმძღვანელი, მარგარიტა სიმონიანი ამბობს, რომ ტალინში მათი ფართის მეპატრონემ მათ კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ შეტყობინება გაუგზავნა. სიმონიანი ამბობს, რომ ამას "აზრი არ აქვს" და რომ სპუტნიკის გუნდი მუშაობას სახლიდან გააგრძელებს. 

Russia Today-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ესტონურმა ბანკებმა და ესტონეთში მოქმედმა უცხოური ბანკების ფილიალებმა მათი გადარიცხვები, რომლებიც ხელფასებს, გადასახადებსა და ოფისის ქირას ეხებოდა, 2019 წლის ოქტომბრიდან გაყინეს. 

განცხადებაში პროპაგანდისტული მედია ასევე წერს, რომ სპუტნიკს ბანკში დარჩენილი გაყინული თანხის გამოტანაც არ შეუძლია. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, სპუტნიკის ტალინურ ოფისში 35 ადამიანია დასაქმებული. 

Russia Today-ის გენერალური დირექტორი დმიტრი კისელიოვი ევროკავშირის მიერ შედგენილ სანქცირებულთა სიაშია, რადგან ის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას უჭერდა მხარს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები