იაპონია-ჩრდილოეთ კორეა

ჩრდ. კორეამ იაპონიის პრემიერმინისტრს იმბეცილი უწოდა და ბალისტიკური რაკეტით დაემუქრა

კიმ ჩენ ინი და შინზო აბე

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის პრემიერმინისტრ შინზო აბეს "იმბეცილი" და "პოლიტიკური ჯუჯა" უწოდა მას შემდეგ, რაც აბემ ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცხა დაგმო.

"ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბალისტიკური რაკეტების გამოცდა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ საერთაშორისო საზოგადოების გამოწვევაა."

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაში თქვეს:

"შეიძლება ითქვას, რომ აბე მსოფლიოში ყველაზე დიდი იდიოტი და ისტორიაში ყველაზე სულელი კაცია, რადგან რაკეტებს და ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას ვერ ასხვავებს მაშინაც კი, როდესაც ანგარიშს ფოტოები ახლავს. აბე არაფერია თუ არა იდეალური იმბეცილი და პოლიტიკური ჯუჯა."

მათ გამოაცხადეს, რომ ბოლოს სწორედ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა გამოსცადეს და იაპონიამ "შესაძლოა ნახოს რა არის ნამდვილი ბალისტიკური რაკეტა უახლოეს მომავალში."

თუმცა, სპეციალისტები ამბობენ, რომ KN-25, რომელიც ჩრდილოეთ კორეამ გამოსცადა ბალისტიკურ რაკეტად მიიჩნევა, აბეს მხრიდან ამის აღნიშვნა კი ჩრდილოეთ კორეის მიერ გაეროს დაწესებული აკრძალვების დარღვევაზე მითითებაა.

ქვეყანას სარაკეტო და ბირთვული პროგრამის გამო მკაცრი სანქციები აქვს დაწესებული.

კომენტარები