ნიკა გვარამია

გვარამია: ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით, ჩემი და ოჯახის გადაწყვეტილებაზე დღეს ვიტყვი

0 კომენტარი

ჩემს გადაცემაში, ჩემი ოჯახის და ჩემი სახელით, გავაკეთებ განცხადებას, ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ერთად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე - ამის შესახებ მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია Facebook-ზე წერს. 

გვარამიას თქმით, უახლოეს გეგმებზე და სამომავლო ნაბიჯებზე, დღეს, "მთავარ აქცენტებში" ისაუბრებს. ​

ცნობისთვის, 27 ნოემბერს, ნიკა გვარამიამ Facebook-ზე მისი ცოლისა და შვილის მიმართ ფარული თვალთვალის ამსახველ ვიდეო გაავრცელა, რომელიც მას პროკურატურამ გაუგზავნა. 

ვიდეოში ჩანს, როგორ გადმოდიან გვარამიას ცოლი და არასრულწლოვანი შვილი Porche-ს ბრენდის მანქანიდან. ეს მანქანა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებულ საქმეში ფიგურირებს. 

გვარამიამ დაწერა, რომ ეს ერთადერთი ვიდეო არაა, რაც მან პროკურატურისგან ყუთით მიიღო. მისი თქმით, ვიდეოებზე ასახულია მისი შვილების გადაადგილების მარშრუტები, რაც მისივე განმარტებით, ბიძინა ივანიშვილისგან გზავნილია. 

პროკურატურაში ამბობენ, რომ გავრცელებული ვიდეო არ არის გვარამიას ოჯახზე თვალთვალის ვიდეო. 

"ეს არის 2019 წლის 20 ივლისს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე პროკურატურის მიერ მოპოვებული ერთერთი მტკიცებულება," - წერს პროკურატურა. 

უწყების განცხადებით, ამ ვიდეოთი დასტურდება, რომ 76 000 (232 201,58 ლარად) ღირებული ავტომანქანით, რომელიც მათივე ინფორმაციით, რუსთავი 2-ის სარეკლამო დროის გამოყენების სანაცვლოდ შპს "პროესკო მედიას" სახელზე იყო გაფორმებული, ნიკა გვარამია და მისი ოჯახი სარგებლობდა. 

"გამოძიებით დადგენილია, რომ 2019 წლის თებერვალში ნიკა გვარამიამ "პორშეს ცენტრში" შეარჩია 76 700 ევროდ (232 201,58 ლარად) ღირებული ახალი ავტომობილი - "Porche Macan S" და კომპანიის წარმომადგენლებს შესთავაზა, რომ ავტომობილის ღირებულების სანაცვლოდ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გაუშვებდა მათი ბრენდის სარეკლამო რგოლებს.

მათ შორის შედგა შეთანხმება - რუსთავი 2-ის ეთერში სარეკლამო რგოლების გაშვების სანაცვლოდ ნიკა გვარამიამ საკუთრებაში მიიღო ავტომობილი, თუმცა აღნიშნული სქემის შენიღბვის მიზნით ავტომობილი გააფორმა შპს "პროესკო მედიას" სახელზე," - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ნიკა გვარამიას საქმეზე ვრცლად წაიკითხეთ აქ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები