შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პანკისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნეს და დანაშაულისთვის 2 პირი: 1998 წელს დაბადებული ა.ქ. და 1990 წელს დაბადებული რ.ხ. დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლების კვალიფიკაციით, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
27 ნოემბერს, პანკისში ორ გვარს შორის დაპირისპირების შედეგად 3 ადამიანი დაჭრეს, 1 კი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, დაპირისპირების მიზეზი ხეობაში მშენებარე ჰესია. მცხოვრებთა ნაწილი ჰესის აშენებას ემხრობა, ნაწილი კი წინააღმდეგია.