მსოფლიო

ოლეგ სენცოვს პარიზის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა

ოლეგ სენცოვი
Reuters

უკრაინელ რეჟისორს, ოლეგ სენცოვს პარიზის საპატიო მოქალაქეობა მიანიჭეს. დაჯილდოვების ცერემონია გუშინ, 30 ნოემბერს პარიზში გაიმართა. 

დაჯილდოვებამდე სენცოვი, პარიზის მერს ანნ იდალგოს შეხვდა. სენცოვი აქტიურად მონაწილეობდა პარიზში მდებარე უკრაინული კულტურის ცენტრის ღონისძიებებში. 

უკრაინელი რეჟისორი რუსეთში 2015 წელს დააკავეს. რუსულმა სასამართლომ ტერორიზმის ბრალდებით 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. წინა წელს პატიმრობაში მყოფი სენცოვი 140 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ერთადერთი მოთხოვნა რუსეთში დაპატიმრებული უკრაინელი ტყვეების გათავისუფლება იყო. 

სენცოვის საქმეს მთელ მსოფლიოში დიდი რეზონანსი ქონდა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ხელოვანთა წრეები და რეჟისორის დევნას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდნენ. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სახელზე რამდენიმე პეტიცია გაიგზავნა, სადაც მას სენცოვის გათავისუფლებას თხოვდნენ, თუმცა თხოვნები უპასუხოდ დარჩა. 

საბოლოოოდ სენცოვი მიმდინარე წლის სექტმებრში, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის ოპერაციის დროს გათავისუფლდა.

კომენტარები