საფეხბურთო კლუბი თბილისის დინამო საქართველოს ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონის ჩემპიონია. ეს დინამოსთვის ქვეყნის ჩემპიონის მე-17 ტიტულია.
თბილისის დინამომ ვიტ-ჯორჯია ანგარიშით 2-0 დაამარცხა. გოლები ლევან კუტალიამ და ალფან დაფემ გაიტანეს.
საქართველოს ეროვნული ლიგის ბომბარდირი 20 გოლით ლევან კუტალია გახდა. მეორე ადგილზე 17 გოლით ბათუმის დინამოს ფეხბურთელი, ბრაზილიელი ჯოვინო ფლამარიონი გავიდა.