პლანეტის უმდიდრესი ადამიანები

ქალაქი რომელშიც ბილ გეიტსი და ჯეფ ბეზოსი ცხოვრობენ გაკოტრების ზღვარზე აღმოჩნდა

ვაშინგტონის შტატის ქალაქი მედინა, რომელშიც პლანეტის ორი უმდიდრესი ადამიანი ცხოვრობს გაკოტრების ზღვარზე აღმოჩნდა. მდიდარი მაცხოვრებლების სიმრავლის მიუხედავად, ქალაქის ბიუჯეტი დეფიციტის ზღვარზე აღმოჩნდა. 

ხარჯებისა და ადამიანების შემცირებისგან თავის ასარიდებლად ქალაქის ადმინისტრაციას მოქალაქეებისგან დამატებითი გადასახადის დაწესების ნებართვა დაჭირდა. ქალაქში სახლის საშუალო ფასი 2,8 მილიონი დოლარია. 

ქალაქის მაცხოვრებლების საშუალო თვიური შემოსავალი 15 ათას დოლარზე მეტია, რაც საერთო ნაციონალურ მაჩვენებელს სამჯერ აღემატება. დასახლება მდიდრული ვილებითა და სასახლეებით არის ცნობილი. მათ შორის აქ მდებარეობს ბილ გეიტსის სახლიც, რომელიც 128 მილიონ დოლარად არის შეფასებული. 

მდიდარი მოქალაქეების მიუხედავად მიმდინარე წელს საქალაქო ბიუჯეტს 500 ათასი დოლარის დეფიციტი საფრთხე შეექმნა. 6 წლის განმავლობაში შესაძლოა ეს თანხა 3 მილიონ დოლარამდე გაზრდილიყო. 

შტატ ვაშინგტონის კანონმდებლობით ხელისუფლებას არ შეუძლია არსებული გადასახადის გაზრდა, ან ახლის დაწესება რეფერენდუმის გარეშე. ბოლო წლების განმავლობაში ქალაქის ადმიანისტრაციამ ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდა. 

წელს აქ მდებარე მდიდრული უძრავი ქონებისგან ბიუჯეტში მიღებულმა შემოსავალმა 3 მილიონი დოლარი შეადგინა. დეფიციტის თავიდან ასარიდებლად ნოემბერში ქალაქში ჩატარდა რეფერენდუმი ახალი გადასახადის დაწესების შესახებ. 

ქალაქის მოსახლეობა რეფერენდუმზე ადმინისტრაციის გეგმას დაეთანხმა. ამგვარად, ქალაქის ადმინისტრაცის ხარჯების შემცირება აღარ ჭირდება. 

მედინა ტბა ვაშინგტონის პირას მდებარეობს და მოსახლეობა სულ 3 ათას ადამიანს შეადგენს.

კომენტარები