თავდასხმა ენმ-ის ოფისზე

კალაძე ენმ-ის ოფისზე თავდასხმაზე: არ მსიამოვნებს დესტრუქცია, პარლამენტის ბლოკირებაც

instagram.com/kakhakaladze/

თბილისის მერი, კახა კალაძე ქუთაისში ოცნების აქტივისტების მიერ ნაციონალური მოძრაობის ოფისზე თავდასხმას გამოეხმაურა და თქვა, რომ დესტრუქციული ქმედებების წინააღმდეგია. მერის თქმით, არც პარლამენტის ბლოკირება "სიამოვნებს".

"ზოგადად, დესტრუქციული ქმედებების მოწინააღმდეგე ვარ. ნამდვილად არ მსიამოვნებს არც პარლამენტის ბლოკირება და ის, რაც ხდებოდა რუსთაველზე, კატეგორიულად მიღებელია. ადამიანებს, რა თქმა უნდა, პროტესტის გამოხატვის უფლება აქვთ და ამას ვერავინ და ვერაფერი ვერ შეზღუდავს, მაგრამ, უნდა ხდებოდეს კანონის ფარგლებში",-თქვა კალაძემ ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. 

თბილისის მერმა აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. 

დემიშიზაცია ქუთაისიდან იწყება - ამ ლოზუნგით ქართული ოცნების აქტივისტებმა დღეს, 1 დეკემბერს, ნაციონალური მოძრაობის ოფისთან აქცია გამართეს. მათ პარტიის ოფისს კვერცხები, ცოცხები და საღებავები ესროლეს. "ოცნების" აქტივისტები შენობაში შეჭრას ცდილობდნენ.

ოცნების აქტივისტები ენმ-ის ქუთაისის ოფისს 29 ნოემბერსაც დაესხნენ თავს. აქტივისტებმა ოფისის კარს ბოქლომი დაადეს. ასევე, ოფისსა კვერცხები და ცოცხები დაუშინეს. 

მოგვაინებით ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრიმა, გიორგი ბოტკოველმა თქვა, რომ თავდასხმაში ქართული ოცნების შტაბის წევრები, მერიისა, საკრებულოსა და სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ბოტკოველის ინფორმაციით, მათ შორის იყვნენ საკრებულოს თანამშრომლები-ნანა კოსტავა, კახა ბოჭორიშვილი, იმედა საღინაძე და გიორგი ჭეიშვილი.

კომენტარები