პოლიტიკა

სააკაშვილი: საქართველოდან ჩემი წასვლა დიდი შეცდომა იყო

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მთავარი არხის ეთერში მისი ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილებაზე ისაუბარა. 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოს დატოვება შეცდომა იყო, თუმცა ამას თავისი მიზეზები ქონდა. სააკაშვილის თქმით, საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილება დაპატიმრების საფრთხის გამო არ მიუღია.

"დღეს ყველაზე მეტად განვიცდი იმას, რომ 2013 წელს დავტოვე საქართველო. გავეცალე ბევრი ფაქტორის გამო ეს არ იყო ნამდვილად დაჭერის შიში. თქვენ ნახეთ რო უკრანაიში მეუბნებოდნენ პირდაპირ რო დაგიჭერთო და მაინც ჩავედით. იყო ბევრი ფაქტორი. ჩემი დაღლილობა, ხალხის დაღლილობა ჩემით. იყო მცდელობა ჩემი ხალხისთვისაც მიმეცა ჩემგან დასვენების საშუალება", — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ 2013 წელს შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად ქვეყნიდან წასვლა ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო.

"დღეს მე ამას ვაფასებ დიდ შეცდომად, რომ მე ჩემი ქვეყანა დავტოვე და რაც არ უნდა წარმატებული იყო სხვა ქვეყნებში და მე საკმაოდ წარმატებული ბოლო წლებში ალბათ საკუთარი ქვეყნის დატოვება არის ყველაზე უარესი გამოსავალი", — თქვა სააკაშვილმა. 

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები