ნიკა მელიას საქმე

მელია: დღის წესრიგში დადგა ჩემი უფრო შეზღუდვა-ციხეში ან სახლში გამოკეტვის გზით

0 კომენტარი
ფოტო: რადიო თავისუფლება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია წერს, რომ "ქართუ ბანკის" საქმეზე განაჩენის გამოცხადების გზით ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მის ციხეში ან სახლში გამოკეტვას შეეცდება. თუმცა, მელიას თქმით, ეს ბრძოლას სერიოზულ დარტყმას ვერ მიაყენებს. 

"ქართუს გაკოტრების" საქმეზე ნიკა მელიას განაჩენი ხვალ, 2 დეკემბერს გამოცხადდება. ბრალდების მიხედვით, ნიკა მელია "დანაშაულებრივ სქემაში" იყო ჩართული, რომლის მიზანი პოლიტიკურ პროცესებში ბიძინა ივანიშვილის აქტიურად ჩართვის შემდეგ მასზე ანგარიშწორების მიზნით ქართუ ბანკის გაკოტრება იყო. საქმეზე გამოძიება 2012 წელს, 7 წლის ინ დაიწყო. 

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეში პოლიტიკური თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ. მათი ინფორმაციით, იმისთვის, რომ ბანკი ქართუს ქონება გონივრულ ფასში არ გამოესყიდათ, აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის, ნიკა მელიას ხელმძღვანელობით აუქციონის შლიდნენ. შემდეგად, აღსრულების ეროვნული ბიურო ქონებას ეკონომიკის სამინისტროს გადაცემდა, ეკონომიკის სამინისტრო კი პრეზიდენტის განკარგულებით ქონებებს პირდაპირი მიყიდვის წესით ასხვისებდა.

მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი ამბობს, "ქართუს გაკოტრების" საქმეზე 7 წლის შემდეგ განაჩენის გამოცხადება მელიას, როგორც მიღებელი პოლიტიკური ლიდერის ჩამოშორებას ემსახურება.

ნიკა მელია წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მისი კიდევ უფრო შეზღუდვა ციხეში ან სახლში გამოკეტვის გზით მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დაინახა, რომ ელექტრონული სამაჯურის მიუხედავად ის პარლამენტში დადის, ტელევიზიით გამოდის და სოციალურ ქსელში აქტიურობს. მელიას თქმით, ამ მიზმისთვის გავრილოვის ღამის საქმე არ გამოდგებოდა, რადგან დასაკითხი ბევრი მოწმეა და ის გაიწელებოდა.

"მოკლედ, ხვალ, მურისიძის ხელით, ან ციხეში გამიშვებს, ან სხვა არასაპატიმრო სასჯელს გამოიყენებს. ორივე შემთხვევაში, საპატიმრო სასჯელი იქნება თუ არასაპატიმრო, პარლამენტმა უახლოეს სხდომაზე კენჭი უნდა უყაროს ჩემი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას. ერთ შემთხვევაში, არასაპატიმრო სასჯელის შემთხვევაში მე პარლამენტის დარბაზში ვიქნები და "ოცნებაში" დარჩენილმა დეპუტატებმა კვლავ ჩემი დარბაზში ყოფნის პირობებში უნდა მიაჭირონ ხელი პარლამენტიდან გამოგდების ღილაკს, მეორე შემთხვევაში - ციხეში და ჩემი დარბაზში არ ყოფნის პირობებში მიაჭერენ ხელს ღილაკს",-ვკითხულობთ მელიას პოსტში.

მელია წერს, რომ ბიძინა ივანიშვილს კრიზისის დაძლევის შანსი ჰქონდა, თუმცა, მისი თქმით, ივანიშვილმა გახარიას დაწინაურებითა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირების უკან წაღებით კრიზისი გააღრმავა.

"ასე რომ ტყუილად ჰგონია მას რომ პროტესტს შეაჩერებს, ან შეანელებს. ყველას, ყველა ჩემს თანამებრძოლს მინდა მოვუწოდო ჭკვიანური ბრძოლისკენ. ჩემი დაჭერით არაფერი არ იცვლება. მთავარი ერთიანობაა, ერთად დგომაა და არა ის, სად იდგება შენი თანამებრძოლი - გარეთ, შენთან ერთად, თუ საკანში",-წერს ნიკა მელია. 

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 09:30 წუთზე ჩაინიშნა. ენმ-ის წევრები და მხარდამჭერები სასამართლოსთან შეიკრიბებიან.  

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები