ბილი აილიში

გამოცემამ Billboard ბილი აილიში წლის მუსიკოს ქალად დაასახელა

0 კომენტარი
ფოტო: standard

ბილი აილიშს 2019 წელს ბევრ დაჯილდოებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. გამოცემამ Billboard ახალგაზრდა შემსრულებელი წლის მუსიკოს ქალად დაასახელა. (Woman of the Year)

"ბილიმ გასართობი ინდუსტრია თავისი მუსიკითა და სოციალური მედია პლატფორმების დახმარებით შეცვალა და უდიდესი გავლენა მოახდინა მსოფლიო კულტურაზე. მას გამოუვიდა GEN-Z თაობის ენაზე საუბარი, რითაც ახალგაზრდებს თავი საზოგადოების ნაწილად აგრძნობინა და სწორედ ასე იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შემსრულებლად." თქვა გამოცემა Billboard-ის მთავარმა რედაქტორმა, ჰანა კარპმა.

ბილი აილიში Billboard-ის მიერ სხვადასხვა დროს დასახელებულ წლის მუსიკოს ქალთა შორის ყველაზე ახალგაზრდაა. 

აღსანიშნავია, რომ ამავე დაჯილდოებაზე, ტეილორ სვიფტი ათწლეულის მუსიკოს ქალად დაასახელეს. 

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები