18 ივნისის აქციის დაშლა

18 ივნისს დაკავებულმა ბექა ბასილაიამ იზოლატორი დატოვა

ტაბულა

18 ივნისს დაკავებულმა ადვოკატმა, ბექა ბასილაია თავისუფალია. მან იზოლატორი გამთენიისას დატოვა. მასთან ერთად გათავისუფლდა კიდევ სამი დაკავებული - დიმიტრი ბიძინაშვილი, ნიკოლოზ წიქარაძე და ირაკლი ნადირაძე. 

"ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება. ბიძინა ივანიშვილი დაჭერებით ვერ შეგვაშინებს. პირიქით, წამმზომი უკვე ჩართულია. ძალიან მალე მსგავს სიტუაციებში ჩვენ ვნახავთ ბიძინა ივანიშვილს, როცა მას ექნება თავი სამართლებელი და მას დაუდგება სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი", - თქვა მან გათავისუფლების შემდეგ. 

ბექა ბასილაია 18 ივნისის აქციის დაშლს დროს დააკავეს. მას მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ბექა ბასილაიამ გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ "მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს შეწყალებას არ სთხოვდა". 

კომენტარები