18 ივნისის აქციის დაშლა

ენმ-ის წევრმა ირაკლი ნადირაძემ მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა

თბილისის საკრებულო

ენმ-ის წევრმა, ირაკლი ნადირაძემ მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.

ირაკლი ნადირაძემ გათავისუფლების შემდეგ თქვა, რომ მისი დაკავება უკანონო იყო.

„პირველ რიგში მინდა, ივანიშვილის პირად პატიმრებს, რომლებიც ამ წუთებამდე რჩებიან ციხეებსა და იზოლატორებში, მალე განთავისუფლება და ოჯახებში მშვიდობით დაბრუნება ვუსურვო. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად უკანონოდ ვიყავით დაკავებული ბიძინა ივანიშვილი რეჟიმის მოსამართლის მიერ, დამიჯერეთ, ამ ოთხ კედელში პატიმრებს ბევრად მეტი თავისუფლება გვქონდა, ვიდრე საქართველოს პარლამენტში იმ მონა დეპუტატებს, რომლებმაც შეასრულეს ბიძინა ვანიშვილის მიერ დაკვეთა, შეასრულეს მისი სპექტაკლი და ჩააგდეს პროპორციული არჩევნები. ამიტომ, ჩვენი ბრძოლა არის სამართლიანი. ჩვენ არ გავჩერდებით, ვიბრძოლებთ ბოლომდე. ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. ეს ბრძოლა დასრულდება ხალხის გამარჯვებით", – თქვა ირაკლი ნადირაძემ.

ირაკლი ნადირაძე 18 ივნისის აქციის დაშლის დროს დააკავეს. მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა 13-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები