Amazon

Amazon-მა ოსვენციმის ბანაკის გამოსახულებიანი საახალწლო ორნამენტები გაყიდვიდან ამოიღო

Twitter

Amazon-მა ოსვენციმის საკონცეტრაციო ბანაკის გამოსახულებიანი საახალწლო ორნამენტები საკუთარ ვებ-გვერდზე გაყიდვიდან ამოიღო. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ოსვენციმის მემორიალის ოფიციალურ გვერდზე მათი გაყიდვა დაგემეს და შეურაცხმყოფელი და შემაწუხებელი უწოდეს.

"საახალწლო ორნამენტების გაყიდვა, რომლებზეც ოსვენციმის ფოტოებია შესაფერისად არ მიგვაჩნია. ბოთლის გასახნელები განსაკუთრებით შემაწუხებელი და შურაცხმყოფელია. ვთხოვთ Amazon-ს ამოიღოს ეს პროდუქცია."

Amazon-ზე სხვადასხვა გამყიდველებს განთავსებული ჰქონდა საახალწლო დეკორაციები, ბოთლის გასახსნელები და სხვა პროდუქტი, რომლებზეც საკონცენტრაციო ბანაკის ფოტოები იყო გამოსახული, სადაც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მილიონობით ადამიანი მოკლეს.

მიუხედავად იმისა, რომ პროდუქციის ნაწილი უკვე ამოღებულია, ოსვენციმის მემორიალის ოფიციალურ გვერდზე წერენ, რომ ვებ-გვერდზე კვლავ არის მსგავსი ტიპის სხვადასხვა პროდუქტი, მათ შორის კომპიუტერის მაუსის დასადები, რომელზეც ის ვაგონები ახატია, რომლითაც ებრაელები საკონცენტრაციო ბანაკებში გადაჰყავდათ.

კომპანიაში ამბობენ, რომ პროდუქციას, რომელიც მატ სტანდარტებს არ შეესაბამება გაყიდვიდან ამოიღებენ და გამყიდველების ანგარიშებს დაბლლოკავენ.

კომენტარები