ე.წ გამშვები პუნქტი

მარიონეტული რეჟიმი ახალგორელებს, სამედიცინო დახმარების მისაღებად, თბილისში გადმოუშვებს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო უსაფრთხოების საბჭო
cominf.org

საერთაშორისო ზეწოლის ფონზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის იმ მაცხოვრებლებს, რომლებსაც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა აქვთ, სამედიცინო დახმარების მისაღებად ე.წ გამშვები პუნქტის საშუალებით საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას აძლევს. 

ადგილობრივი საინფორმაციო საშუალების, რეს-ის ცნობით, ოკუპირებული რეგიონის მარიონეტმა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა, ამის შესახებ უსაფრთხოების დე-ფაქტო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა. 

დე-ფაქტო საბჭომ #119 ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, ახალგორში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ ოკუპირებული რეგიონის მარიონეტული რეჟიმის ან რუსული პასპორტები, გადაუდებელი ან მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დახმარების მისაღებად საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის უფლებას მისცემენ. 

22 ნოემბერს ადამიანის უფლებების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ Amnesty International რუსეთსა და ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებას მიმართა და ე.წ გამშები პუნქტის გახსნისკენ მოუწოდა. ანგარიშში ორგანიზაცია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცებისა და 70 წლის მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების საქმეებს იხსენებს. 

კომენტარები