რეკლამა

® მომხმარებელზე მორგებული გეგმარება

ბინის ყიდვა ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩვენი ცხოვრების შეცვლა რადიკალურად შეუძლია. ამიტომ არჩევანი სწორად უნდა გავაკეთოთ. პირველ რიგში, უნდა შევარჩიოთ სანდო სამშენებლო კომპანია, სასურველი უბანი, სართული, ხედები და გეგმარება. არქი ის ლიდერი კომპანიაა საქართველოში, რომელიც თავის მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ჩვენი პროექტები წარმოდგენილია თბილისის თითქმის ყველა უბანში. მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნებს ითვალისწინებს. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი ბინები არქის მაცხოვრებლების სურვილებს სრულყოფილად შეესაბამებოდეს, ჩვენ მათ ინდივიდუალურ გეგმარებას ვთავაზოვბთ. 

სივრცის განაწილების საკითხის საკუთარ თავზე აღება თქვენს ბინას ინდივიდუალურ შტრიხებს შემატებს. ტიხრების სწორად გეგმარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია იმისთვის, რომ შემდეგ უკვე რემონტი დაგეგმოთ. თუ არ გსურთ, რომ გეგმარება ინდივიდუალურად გადაწყვიტოთ, ამაში ჩვენი პროფესიონალი არქიტექტორები დაგეხმარებიან და თქვენზე მორგებულ გეგმარებას შემოგთავაზებენ. კარგად დაგეგმარებული ბინა ბალანსის შექმნასა და სივრცის სრულად ათვისებაში დაგეხმარებათ. 

არქის ენერგოეფექტური ბინები სრულყოფილ გეგმარებასთან ერთად მაცხოვრებელს თეთრი ან პრემიუმ კარკასით ბარდებათ. ზოგიერთ პროექტში კი, მაგალითად, არქი თაუერში სასურველი რემონტის პაკეტით გარემონტებული ბინა დაგხვდებათ. არქის დასრულებული პროექტები ასევე აღჭურვილია მაღალი ხარისხის სამგზავრო ლიფტებით. კეთილმოწყობილ ინფრასტრუქტურასთან ერთად, არქი მაცხოვრებელს რეკრეაციულ, მწვანე სივრცეებსაც სთავაზობს. ჩვენი პროექტების ბინებიდან კი ხშირად ულამაზესი პანორამული ხედები იშლება.  

რადგან არქის ბინების მოძიება თბილისის თითქმის ყველა უბანში შეგიძლიათ, ეს საშუალებას გაძლევთ, საოცნებო ბინა სასურველ ადგილას, ყველანაირი შეზღუდვის გარეშე შეიძინოთ. ფართო არჩევანისა და ხარისხის ერთობლიობა არქის საქართველოში ლიდერ კომპანიად აყალიბებს.

კომენტარები