ირაკლი კობახიძე

კობახიძე აქტივისტების ბანერებზე: უნდა იცოდნენ, გოგოს რა უნდა დააჭერინონ და ბიჭს - რა

"ესაა მათი [ნაციონალური მოძრაობის] სახე - ისიც უნდა იცოდნენ გოგოს რა უნდა დააჭერინონ ხელში და ბიჭს რა - ტრანსფარატები მაქვს მხედველობაში", - ასე ეხმაურება ირაკლი კობახიძე "ქორთიარდ მარიოტთან" დახვედრილ აქტივისტებს, რომლებმაც კობახიძე შენობაში შეძახილებით "მონა" შეაცილეს.

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, "ქორთიარდ მერიოტთან" შეკრებილიი აქტივისტები ნაციონალურ მოძრაობას დაუკავშირა. 

კობახიძის თქმით, გამართულ აქციაზე "რამდენიმე ბავშვი" იყო და ამისთვის "საყვედური" ნაციონალურ მოძრაობას ეკუთვნის, რომელიც, როგორც კობახიძე განმარტავს, მსგავსი აქტივობებისთვის "იყენებს ბავშვებს".

"თუ ისინი არიან კაცები და ქალები მოვიდნენ და თავად თქვან რაც უნდა თქვან. იმიტომ ვერ მოდიან, რომ იციან რა პასუხსაც მიიღებენ ჩემგან, ამიტომ ვერ ბედავენ ამის გაკეთებას და იფარებენ ბავშვებს, რაც კაცისთვის და ქალისთვის საკადრისი საქციელი არაა", - ამბობს ირაკლი კობახიძე.

ცნობისთვის, დღეს, 2 დეკემბერს, "ქორთიარდ მარიოტში", სადაც რეგიონალური საპარლამენტო კონფერენცია მიმდინარეობს, ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანს ირაკლი კობახიძეს სამოქალაქო აქტივისტები "მონა" შეძახილებით დახვდნენ. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარემ სირცხვილის დერეფანში გაიარა.

კომენტარები