გურამ ფალავანდიშვილი

პროპუტინური, ჰომოფობიური ჯგუფები ამირანთან LGBTQ+ ფილმების ჩვენებას აპროტესტებენ

ტაბულა

პროპუტინური, ჰომოფობიური ჯგუფები თბილისის კინოფესტივალზე LGBTQ+ თემატიკის ჩვენების გასაპროტესტებლად ამირანთან აქციას მართავენ.

როგორც გურამ ფალავანდიშვილი ჟურნალისტებთან საუბარში განმარტავს, ისინი ყველა სიანსზე აპირებენ შეკრებას და ფილმების ჩვენებების გაპროტესტებას.

ჰომოფობიური ჯგუფებმა აქცია დღეს დაანონსეს. როგორც ძალადობრივი დაჯგუფების ლიდერმა აქციის დაანონსებისას განმარტა, ლევან აკინის ფილმის "And Then We Danced" ჩვენების დროს გამართული პროტესტისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში, რადგან ფილმი საქართველოს ტრადიციებს არ ეხება (მაგალითად: ცეკვას, ჩოხას და ასე შემდეგ) მონაწილეებს უნდათ, შევიდნენ ფილმის განხილვაზე და ასაუბრონ "ქართველი დედები", რომლებიც აღნიშნავენ, რომ ფილმის სიუჟეტი "ბინძური ცხოვრების წესის" პროპაგანდაა.

მოგვიანებით, ფალავანდიშვილმა თქვა, რომ მათ ვერ შეძლეს ბილეთების შეძენა, რადგან "ბილეთები გაქრა".


ფოტო: ტაბულა

კომენტარები