ამირანთან LGBTQ+ ფილმების ჩვენებას პროპუტინური ძალების მხოლოდ 10-მდე წევრი აპროტესტებს

ტაბულა

ამ წუთებში კინოთეატრ ამირანთან LGBTQ+ ფილმების ჩვენებას პროპუტინური და ჰომოფობიური ძალების 10-მდე წარმომადგენელი აპროტესტებს.


ფოტო: ტაბულა

აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები წარწერით - "არა ლგბტ პროპაგანდას".

ახალგაზრდული ცენტრის "ზნეობა" და "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების" აქცია-პიკეტი გურამ ფალავანდიშვილმა დღეს, 19:00-სთვის დააანონსა.

"2-დან 8 დეკემბრის ჩათვლით ტარდება  საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელზეც არის დაგეგმილი 3 ლგბტ თემატიკის ფილმის ჩვენება. 1 ქართული და ორი უცხოური. ეს საზოგადოების აღშფოთებას იწვევს. ვაპირებთ ჩვენ, რომ ჩავატაროთ პიკეტი აქცია კინოთეატრ ამირანთან და ყველა სეანსზე მივალთ და ვეცდებით, რომ გავაპროტესტოთ. ეს არის რეალურად მამათმავლური ლობის მიერ ინდოქტრინებული და თავსმოხვეული ქართულ საზოგადოებაზე ეს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა, რომელიც მოდის და ხდება ხელისუფლების დაშვებით. ჩვენ პროტესტს ვუგზავნით ივანიშვილს და პირველ რიგში ჩვენს მთავრობას, რომელმაც ეს ყველაფერი დაუშვა"  - აცხადებს გურამ ფალავანდიშვილი. 

კომენტარები