"ბიჭს მუცელში ურტყეს, სასწრაფოს გადაჰყავს" - "ოცნების" ოფისთან სამოქალაქო აქტივისტი დაშავდა

ქართული ოცნების ოფისთან კვლავ დაპირისპირებაა - ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები სამოქალაქო აქტივისტებს პიროტექნიკას ესვრიან. პოლიცია "სირცხვილიას" წევრებს ეუბნება, გაერიდონ აგრესიული ჯგუფის წევრებს. ისინი მოძალადეებს არ აკავებენ.

შოთა დიღმელაშვილის ინფორმაციით, ქართული ოცნების მხარდამჭერებმა "17 წლის ბიჭს მუხელში ურტყეს". მან ტაბულას უთხრა, რომ სირცხვილიას აქტივისტი სასწრაფო დახმარების სამსახურს გადაჰყავს.

კომენტარები