რუსეთი

პუტინმა რუსული აპლიკაციების არ მქონე სმარტფონების გაყიდვა აკრძალა

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობების გაყიდვას რუსეთის ტერიტორიაზე რუსული პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე. 

კანონის ძალაში შესვლისთანავე რუსეთის მთელ ტერიტორიაზე აიკრძალება სმარტფონების, კომიუტერული ტექნიკისა თუ ე.წ. ჭკვიანური ტელევიზორების გაყიდვა, რომელიც არ იქნება აღჭურვილი რუსული პროგრამული უზრუნველყოფითა და აპლიკაციებით. 

კანონი ძალაში 2020 წლის 1 ივლისიდან შევა. ასაკრძალავი ელექტრონული მოწყობილობების ჩამონათვალს რუსეთის ხელისუფლება კანონქვემდებარე აქტით განსაზღვრავს. 

კანონპროექტი დუმაში დეპუტატის ჯგუფმა დაარეგისტრირა, მათ შორის იყვნენ მმართველი პარტიის დეპუტატებიც. ინიციატორების განმარტებით კანონი ძირითადად ტელეფონებს, კომპიუტერებს და ე.წ. ჭკვიან ტელევიზორებს შეეხება. 

ინიციატორები ამბობენ, რომ კანონი დაიცავს რუსული ინტერნეტკომპანიების ინტერესებს და შეამცირების უცხოური კომპანიების მხრიდან ინფორმაციის ბოროტად გამოყენების ალბათობას.

კომენტარები