პოლიცია მოძალადეებს არ აკავებს და "სირცხვილია"-ს მოუწოდებს, გაერიდოს "ოცნების" აქტივისტებს

ქართული ოცნების ოფისთან ამ დრომდე დაპირისპირებაა - ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები სამოქალაქო აქტივისტებს პიროტექნიკას ესვრიან. ისინი ორჯერ დაუპირისპირდნენ ფიზიკურად "სირცხვილია"-ს წევრებს. პოლიცია მოძალადეებს არ აკავებს, სამართალდამცველები "სირცხვილიას" წევრებს ეუბნებიან, თავად გაერიდონ ქართული ოცნების აქტივისტებს. 

შოთა დიღმელაშვილის ინფორმაციით, ქართული ოცნების მხარდამჭერებმა "17 წლის ბიჭს მუხელში ურტყეს". მან ტაბულას უთხრა, რომ სირცხვილიას აქტივისტი სასწრაფო დახმარების სამსახურმა გადაიყვანა.

სამოქალაქო აქტივისტების აქციაზე - "რამდენს ბედავთ" - ქართული ოცნების მხარდამჭერები მივიდნენ. "ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები იგინებიან და ყვირიან - "გაყარეთ ესენი აქედან“.

კომენტარები