როჯერ ფედერერი

ფედერერი პირველი ცოცხალი ადამიანი გახდება, რომელიც შვეიცარიულ მონეტებზე გამოისახება

Eurosport.com

როჯერ ფედერერი ისტორიის განმავლობაში პირველი ცოცხალი ადამიანი გახდება, რომელიც შვეიცარიულ მონეტებზე გამოისახება.

ლეგენდარული ჩოგბურთელი 20-ნიშნულიანი შვეციარიული ვერცხლის მონეტაზე იქნება გამოსახული და ის მოხმარებაში 2020 წლის იანვრიდან ჩაეშვება. გარდა ამისა, მაისიდან ფედერერი გამოსახული იქნება შვეიცარიულ ოქროს მონეტაზეც.

"მადლობა შვეიცარიასა და Swissmint-ს ამ შესანიშანვი პატივისა და პრივილეგიისთვის", - თქვა როჯერ ფედერერმა.

კარიერის განმავლობაში, როჯერ ფედერერს რეკორდული რაოდენობა, 20 დიდი სლემი აქვს მოპოვებული.

კომენტარები