ქართული ოცნება

ოცნების დეპუტატი: ყველაფერი იმ დორბლიანი ავადმყოფის ბრალია, შენს დედას მოვ**ნავთ

"ეს ყველაფერი იმ დორბლიანი ავადმყოფის ბრალია" - ეს პოსტი ქართული ოცნების დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ იმ დროს გამოაქვეყნა, როცა მმართველი პარტიის ოფისთან ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები სამოქალაქო აქტივისტებს ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ და პიროტექნიკას ესროდნენ.

"ემუქრები არა საქართველოს? ვერ მობრუნდები მიშა სააკაშვილო. დედას მოგი**ნავთ. ეს ნაბიჭვარი. ჩვენი სახლების მისამართები იცი და ჩვენი ოჯახების აწიოკება გინდა, არა? შენ დედას მოვ**ნავთ. პოლიციას ემუქრები, არა? შენს დედას მოვ**ნავთ. შენი ბინძური აყროლებული სული და მძორი ვერასოდეს ჩამოვა საქართველოში" - დაწერა სამხარაძემ Facebook-ზე.

დღეს, ქართული ოცნების ოფისთან სამოქალაქო მოძრაობების "სირცხვილია" და "შეცვალე" აქცია 19:00-ზე დაიწყო. ისინი მცხეთის მერიასთან მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტების ცემას და დაკავებას აპროტესტებდნენ. აქციის დაწყებიდან მალევე მათთან ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრები მივიდნენ ყვირილით და გინებით. მმართველი გუნდის აქტივისტები სამოქალაქო მოძრაობის წევრებს რამდენჯერმე ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ. 

მას შემდეგ, რაც პოლიციამ ქართული ოცნების პარტაქტივსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის კორდონი გააკეთა, "ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა "შეცვალეს" და "სირცხვილიას" აქციის მიმართულებით პიროტექნიკის და სხვადასხვა ნივთების სროლა დაიწყეს. შედეგად დაშავდა 5 სამოქალაქო აქტივისტი.

პოლიციას არც ერთი მოძალადე არ დაუკავებია. პირიქით, ისინი მშვიდობიან აქტივისტებს მოუწოდებდნენ, გარიდებოდნენ აგრესიული დაჯგუფებებს და შესაბამისად, ტერიტორიას. სამართალდამცველებმა სირცხვილიას წევრებს ამისთვის ყვითელი ავტობუსიც შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს.

კომენტარები