უაქციზო ალკოჰოლი

საგამოძიებო: ზესტაფონში 66 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი ამოვიღეთ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძებო სამსახურის ინფორმაციით, ზესტაფონში უაქციზო ალკოჰოლური სასმლის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი მეწარმე ამხილეს და 66 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი ამოიღეს.  

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ზესტაფონში მდებარე სავაჭრო ობიექტზე ინახავდა და რეალიზაციას უკეთებდა სხვადასხვა დასახელების, უცხოური წარმოების ალკოჰოლურ სასმელს შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე",-წერია განცხადებაში. 

გამოძიება მე-200 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები