ჩინეთი - რუსეთი

პუტინმა და სი ძინპინმა ჩინეთში ბუნებრივი აირის ახალი რუსული მილსადენი გახსნეს

სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი
Twitter

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუსეთიდან ჩინეთში გამავალი ბუნებრივი აირის ახალი მილსადენის გახსნეს.

რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილიდან ჩინეთის მოსაზღვრე ციმბირიდან, მილსადენით გაზი ჩინეთის ჩრდილოეთ აღმოსავლეთ პროვინციებში გაივლის. გაზი თავდაპირველად რუსეთის მოსაზღვრე ჩინეთის პროვინციაში ხეილონგძიანში, შემდეგ კი ძილინსა და ლიაონინგში გაიგზავნება.

2014 წლის მაისში მას შემდეგ, რაც ჩინეთის მხარემ გაზპრომთან 400 მილიარდ დოლარიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, მილსადენის საწყისი ფაზა 5 წელიწადში დასრულდა. მაშინ, როდესაც სრულაიდ დასრულდება მისი აგება, ჩინეთის რუსული მილსადენი დედაქალაქ პეკინამდე და ქალაქ შანხაიმდე ჩააღწევს. რუსეთის 3000 კილომეტრიან მილსადენს ჩინეთში მისი განშტოება შეუერთდა, რომლის სრული სიგრძე 5111 კილომეტრიანი იქნება.

"ციმბირის ძალა" - ასე ეძახიან რუსეთში ჩინეთში გამავალ ახალ მილსადენს, ჩინურ მედიაში მას ჩინურ-რუსული გაზის მილსადენის აღმოსავლეთ განშტოებით მოიხსენიებენ.  

"ეს ნამდვილად ისტორიული ღონისძიებაა, არამხოლოდ გლობალური ენერგობაზრისთვის, არამედ რაც ყველაზე მთვარია, რუსეთისა და ჩინეთისთვის," - აღნიშნა პუტინმა, რომელიც სი ძინპინს ვიდეოჩათით სოჭიდან ჩაერთო.

"ჩინეთი და რუსეთი ეროვნული განვითარების გადამწყვეტ ეტაპზე არიან და ჩვენი ურთიერთობა ახალ ფაზაში შედის," - კრემლის მედია სააგენტო სი ძინპინის სიტყვებს ციტირებს.

გაზპრომისთვის ჩინეთი ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარი ხდება. რუსული გაზის ჩინეთისთვის მიყიდვით რუსეთი დასავლური საქნციებისგან მიყენებული ზიანის შემსუბუქებას ცდილობს.

პროექტი, ამჟამინდელი შეთანხმებით, სამი ათწლეული გაგრძელდება და რუსეთს დაახლოებით 400 მილიარდი აშშ დოლარის მოგებას მოუტანს. 2025 წლამდე ვარაუდობენ, რომ ამ მილსადენით რუსეთიდან ჩინეთში წლიურად 38 მილიარდი კუბური მეტრი მოცულობის ბუნებრივი აირი გაიგზავნება. რაც იმას ნიშნავს, რომ გაზპრომისთვის ჩინეთი, გერმანიის შემდეგ, ყევლაზე დიდ ბაზარი გაიხსნება. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გერმანიამ რუსეთისგან 58 მილიარდი კუბური მეტრი გაზი იყიდა. 

ჯერჯერობით უცნობია და არც სი ძინპინსა და პუტინს უხსენებიათ, თუ რა ფასს გადაიხდის პეკინი რუსულ ბუნებრივ აირში.

ახალი მილსადენიდან მოწოდებული რუსული გაზი კონკურენციას გაუწევს ჩინეთისთვის თურქმენეთიდან მიწოდებულ ბუნებრივ აირსა და ასევე სხვადასხვა ქვეყნის თხევად გაზის კომპანიებს. თხევადი გაზი, ჯერჯერობით, ბუნებრივ აირზე ძვირი ჯდება.

რუსეთი ჩინეთისთვის გაზის მიწოდების სხვა გზებსაც, მაგალითად, მონღოლეთისა ან ყაზახეთის გავლით გაზის მიწოდების სხვა ახალ გზებსაც განიხილავს. თუმცა, მხარეებს ამ საკითხზე შეთანხმებისთვის, ჯერჯერობით, არ მიუღწევიათ.

გასულ წლებში რუსეთმა ჩინეთისთვის ნავთობის მიწოდებაც გაზარდა და ამით ჩინეთის ტოპ მომწოდებელს საუდის არაბეთს უწევს კონკურენციას. 

რუსეთმა ჩინეთისთვის ქვანახშირის მიწოდებაც გაზარდა - გასულ წელს, რუსული ქვანახშირის ექსპორტის ნახევარზე მეტი, 100 მილიონ ტონაზე მეტი ქვანახშირი, ჩინეთში წავიდა.

აღსანიშნავია, რომ მილსადენის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთისა და ჩინეთის დამაკავშირებელი ახალი ხიდის გახსნაც დააანონსეს. ხიდი ერთმანეთთან ბლაგოვეშჩენსკსა და ხეიხს დააკავშირებს. ის მომავალი წლიდან გაიხსნება, რითაც დღეში, საშუალოდ, 55 000 მგზავრი შეძლებს გადაადგილებას.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში რუსული მილსადენის აგების პარალელურად, ევროპაში გაზპრომი კიდევ ორ მთავარ მილსადენს ნორდსტიმ 2-სა და თურქსტრიმს აგებს. გაზპრომის მილსადენის პროექტს აშშ და რამდენიმე აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიის და სკანდინავიის ქვეყანა ეწინააღმდეგება, რადგან რუსული პროექტით ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება და პოლიტიკური გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება. რუსული პროექტის საწინააღმდეგოდ აშშ ევროპას ამერიკულ თხევად გაზს სთავაზობს და ნორდ სტრიმ 2-ის საწინააღმდეგო სანქციების ამოქმედებას განიხილავს.

კომენტარები