სახელმწიფო ბიუჯეტი

შტატგარეშე პირების შრომაზე ბიუჯეტიდან 174 მილიონი ლარი დაიხარჯა - მატება 10%-ია

0 კომენტარი

აუდიტის სამსახურის, ბიუჯეტის მონიტორის მონაცამების მიხედვით,  2019 წლის პირველ ცხრა თვეში შტატგარეშე პირების შრომის ანაზღაურებამ 174 მილიონი ლარი შეადგინა. ეს წინა წლის მაჩვენებელს 10%-ით აღემატება. 

თუ კი 2018 წლის პირველ ცხრა თვეში მთავრობამ შტატგარეშე პირების ანაზღაურებაში 157 მილიონი ლარი დახარჯა, წელს იგივე მაჩვენებელი 17 მილიონი ლარით არის გაზრდილი. ამავდროულად გაზრდილია მთავრობის სამივლინებო ხარჯები. 

წელს მივლინებებზე მთავრობამ 282%-ით მეტი დახარჯა, ვიდრე 2018 წლის პირველ ცხრა თვეში. სამივლინებო ხარკებმა 62,3 მილიონი ლარი შეადგინა. ამის პარალელურად გაზრდილია მთავრობის მიერ საკუთარი თავისთვის გამოწერილი დანამატების რაოდენობაც. 

წელს მთავრობამ 163 მილიონი ლარის დანამატები გამოიწერა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით მეტიაა. ამავე პერიოდში თანამდებობრივი სარგოებზე მთავრობამ 753 მილიონი ლარი დახარჯა. 

რაც შეეხება ჯამურ მონაცემებს, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში მთავრობამ შრომის ანაზღაურებაში 1,1 მილიარდი ლარი დახარჯვა. წინა წელს იგივე მაჩვენებელი 1 მილიარდს შეადგენდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები