ქუთაისის საკრებულო

"ბოლო მოვლენებს არ უკავშირდება" - ლატარიამ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა

0 კომენტარი
ფოტო: REGINFO.GE

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლატარიამ, თანამდებობა დატოვა. 

Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ლატარია წერს, რომ მისი ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების შემდგომ მოვლენებს არ უკავშირდება და საზოგადოებას თხოვს, მისი ეს გადაწყვეტილება ასე არ აღიქვან.

როგორც ლატარია წერს, მან ქართული ოცნების გუნდში რამდენიმე თვის წინ თქვა, რომ წასვლა სურდა, თუმცა სთხოვეს, რომ წლის ბოლომდე დარჩენილიყო თანამდებობაზე. 

"ღმერთმა იცის გულით და სულით ვემსახურე ჩემს ქალაქს და რაც შემეძლო გავაკეთე. არც ერთხელ არ მიღალატია გუნდისთვის და მითუმეტეს ქვეყნისთვის და ქუთაისისთვის. მაპატიოს ჩემმა ქუთაისლებმა თუ მეტი ვერ შევძელი. იყო ამის მიზეზები და არ დავიწყებ ამაზე საუბარს,"- წერს ლატარია პოსტში. 

ლატარია ქართული ოცნების კოალიციაში შემავალი კონსერვატიული პარტიის პოლიტსაბჭოს წევრია. 2014 წლიდან 2017 წლამდე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, 2017 წლიდან კი - თავმჯდომარე. 

კონსერვატიული პარტიის სამმა დეპუტატმა, მათ შორის ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა, ქართული ოცნების უმრავლესობა ნოემბერში პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების გამო დატოვა, რაც ქართული ოცნების საჯაროდ დადებული პირობა იყო. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები