ტურიზმი საქართველოში

ნოემბერში ტურისტული ნაკადი 10%-ით გაიზარდა

ბათუმი
georgia.travel

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით ნოემბერში საქართველოში შემოსული ტურისტები რაოდენობამ 338,831 შეადგინა, რაც წინა წლის ნოემბერთან შედარებით 10,3%-ით მეტია. 

უწყების ინფორმაციით გასულ თვეში საქართველოში სულ 670 ,122 საერთაშორისო მოგზაურთა
ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს +12%-ით აღემატება. ასევე, გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობაც.

ნოემბერში საქართველოს ტერიტორიაზე სულ ესეთი 543,176 ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 119%-ით მეტია. ტურისტული ნაკადის ზრდა შეინიშნებოდა ევროკავშირის ქვეყნებიდან.

სულ 2019 წლის იანვარ-ნოემბერში საერთაშორიო მოგზაურების ვიზიტებმა საქართველოში რეკორდული მაჩვენებელი 8,690,352 შეადგინა. მოცემული მაჩვენებელი წინა წლისას 7,2%-ით აღემატება. 

რაც შეეხება უშუალოდ ტურისტული ნაკადის ზრდას, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში ჩამოსულ ტურისტთა რაოდენობა 6,3%-ით არის გაზრდილი 4,768,432 შეადგენს.

 

კომენტარები