ჯანდარის ტბა

მაშველებმა ჯანდარის ტბაზე 3 დღის წინ დაკარგული მოქალაქეების ცხედრები იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ჯანდარის ტბაზე რამდენიმე დღის წინ დაკარგული მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.

ტბაზე ორი ახალგაზრდა კაცი 2 დეკემბერს დაიკარგა. მეთევზეები ტბაში ნავით, სავარაუდოდ, ძლიერი ქარის დროს შევიდნენ.

დაკარგული მოქალაქეების საძიებო სამუშაოები 3 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი ტექნიკა, ვერტმფრენი, სითბური დრონი და ცოცხალი ძალა, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფები. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტბის ფსკერის წყალქვეშა მონიტორინგის სამუშაოებს სპეციალური ტექნიკის საშუალებით აწარმოებდა. პარალელურ რეჟიმში ხორციელდებოდა ტბის სანაპირო ზოლის მონიტორინგი," - წერია განცხადებაში.

უწყების ცნობით, საძიებო ოპერაცია მიმდინარეობდა როგორც საქართველოს, ასევე, აზერბაიჯანის ტერიტორიებზე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

კომენტარები