კიმ ჩენ ინი

კიმ ჩენ ინმა "წმინდა მთა" თეთრი ცხენით კვლავ დალაშქრა

0 კომენტარი
ფოტო: KCNA

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, "წმინდა მთა" პექტუსანი თეთრ ცხენზე ამხედრებულმა კვლავ დალაშქრა. ეს ბოლო ორ თვეში "წმინდა მთაზე" ლიდერის მეორე ლაშქრობაა. როგორც სახელმწიფო მედია, KCNA (კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო) წერს, ჩრდილოეთ კირეის ლიდერმა მთა მმართველი პარტიის ლიდერებთან და არმიის გენერლებთან ერთად დალაშქრა.    

როგორც სახელმწიფო მედია წერს, კიმ ჩენ ინმა ისტორიული ბრძოლის ველი მოინახულა. მათი ინფორმაციით, მთაზე ლაშქრობა ხალხში "რევოლუციური სულის" ჩანერგვას ემსახურება. 

მთა პექტუსანი ჩრდილოეთ კორეაში "წმინდა მთის" სახელით არის ცნობილი. გადმოცემით, კიმ ჩენ ინის მამა, კიმ ჩენ ირი, პექტუსანის მთაზე დაიბადა. "წმინდა მთა" ქვეყნის გერბზეც არის გამოსახული. მედიის ინფორმაციით, მთაზე სტუმრობის შემდეგ კიმ ჩენ ინისგან მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებას უნდა ველოდოთ. 

მანამდე, კიმ ჩენ ინმა "ქმინდა მთა" ცხენით 16 ოქტომბერს დალაშქრა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი პექტუსანს 2017 წელსაც ესტუმრა, შემდეგ კი საახალწლო სიტყვაში სამხრეთ კორეასთან ურთიერთობის გამოსწორებაზე ისაუბრა. 

გუშინ, 3 დეკემბერს, კიმ ჩენ ინმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ აშშ-ზე არის დამოკიდებული, თუ რა საჩუქარს მიიღებს საშობაოდ. განცხადების მიხედვით, ჩრდილოეთ კორეა პროვოკაციებს უნდა შეეშვას, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციით განსაზღვრული ვალდებულებები შეასრულოს და ბირთვული განიარაღების მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები