Sia

Sia-მ მაღაზიაში უცნობებს შენაძენების საფასური გადაუხადა, ხალხმა კი ვერ იცნო - video

27 ნოემბერს, მადლიერების დღის წინა საღამოს, მომღერალმა Sia-მ უცნობებს ერთერთ მაღაზიაში (Walmart-ში) შენაძენების საფასური გადაუხადა, ხალხმა კი ის ვერ იცნო.

მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ "კეთილი ქალი" სწორედ ყველასთვის კარგად ცნობილი მომღერალი Sia იყო.

43 წლის მუსიკოსის ამოცნობა მის ფანებსაც ხშირად გაუჭირდებათ, რადგან Sia საკუთარ კონცერტებსა და სხვადასხვა შოუებში პარიკით გამოდის, რომელიც მას სახეს უფარავს.

მას შემდეგ, რაც ხალხს მომღერლის ამოცნობა გაუჭირდა, Sia-მ თავი სხვა ადამიანად გაასაღა და თქვა, რომ მისი სახელია Cici და მან სულ ახლახანს ფული ლატარიაში მოიგო.

მუსიკოსი ცნობილი სიმღერით "Chandelier" გახდა, რომელიც მოგვიანებით ჰიტად იქცა.

კომენტარები