ქართული ოცნების კონტრაქციები

ლომჯარია: კონტრაქციები და აქციების დაშლა შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არ არის

ტაბულა

კონტრაქციები და თუნდაც სამართალდამცავი ორგანოების ჩართულობით აქციების დაშლა, არ არის გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ქართული ოცნების აქტივისტების მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმის ფაქტებს. 

ომბუდსმენის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სამართალდამცველების ქმედებები არ იყო ეფექტური, როდესაც კონკრეტული პირები გამოირჩეოდნენ აგრესიით მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ. 

"როგორც ვხედავთ ასეთ შემთხვევებს ახლაც აქვს ადგილი, სახალხო დამცველი ყველა დაშავებულთან საუბრობს. ჩვენ ვსწავლობთ საქმის გარემოებებს და თუ დავინახავთ რომ აქ იყო უმოქმედობა ან პოლიციელების მხრიდან არასათანადო რეაგირება, რა თქმა უნდა გამოვიყენებთ შესაბამის რეაგირების ზომებს"- ამბობს ლომჯარია. 

.....

რამდენიმე დღეა ხელისუფლებამ ტაქტიკა შეცვალა და აქტივისტებს, რომლებიც სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, მმართველი პარტიის ოფისსა თუ მაჟორიტარულ ბიუროსთან აქციას მართავენ, ტერიტორიაზე ე.წ. "კონტრაქციით" ხვდებიან.

განსაკუთრებით აქტიურობენ საკრებულოების, მერიებისა და მერიას დაქვემდებარებული სამსახურების თანამშრომლები. 

ვრცლად წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები