ცნობილი ადამიანები

მსახიობები, რომლებსაც როლზე უარის თქმა საზოგადოების კრიტიკის გამო მოუწიათ

ტაბულა

კინემატოგრაფიის ისტორიაში არსებობს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მსახიობებს, კონტრაქტი უკვე გაფორმებული აქვთ, თუმცა საზოგადოების კრიტიკისა და პროტესტის გამო მათ როლზე უარი უთქვამთ. 

სკარლეტ იოჰანსონი

პირველად იოჰანსონმა საზოგადოების კრიტიკა მაშინ დაიმსახურა, როდესაც ამერიკელმა მსახიობმა, ფილმში "Ghost In The Shell" იაპონელი ითამაშა. 2018 წელს, იოჰანსონს უნდა შეესრულებინა ტრანსგენდერის როლი სურათში Rub and Tug, თუმცა ბევრმა ადამიანმა ამჯერადაც გააპროტესტა რეჟისორის არჩევანი, რადგან იოჰანსონი ქალი იყო. მსახიობმა პროექტზე უარი თქვა და საზოგადოების აზრს მხარი დაუჭირა.


ფოტო: LA Time

ლეონარდო დიკაპრიო

2010 წელს მელ გიბსონმა გადაწყვიტა გადაეღო ფილმი "ბერსერკი" და მთავარი როლის შესასრულებლად ლეონარდო დიკაპრიო მოიპატიჟა. მსახიობმა, მოლაპარაკებების შემდეგ პროექტზე უარი თქვა, რისი მიზეზიც, მეტად სავარაუდოა, ის გახდა, რომ გიბსონი რასიზმსა და ანტისემიტიზმში დაადანაშაულეს და პარალელურად მას მუდმივი პრობლემები ჰქონდა ალკოჰოლთან და ცოლთან. იმ მომენტში მსგავს სკანდალებში გახვეული რეჟისორის ფილმში თამაში დიკაპრიოს კარიერისთვის არასასურველი იქნებოდა. 


ფოტო: film stage

საშა ბარონ კოენი

თავდაპირველად, ფილმში ბოჰემური რაფსოდია, ლეგენდარული ფრედი მერკურის როლი მსახიობ საშა ბარონ კოენს უნდა ეთამაშა, რომელიც ასევე სცენარის წერაში მონაწილეობდა. თუმცა, მას უთანხმოება ჯგუფის Queen სხვა წევრებთან მოუვიდა. მათ სურდათ, რომ მერკური ფილმის შუაში გარდაცვლილიყო, ხოლო სურათის მეორე ნაწილში მათი ტკივილი ყოფილიყო ნაჩვენები. კოენი არ დათანხმდა და პროექტი დატოვა.

 


ფოტო: NME

უილ ფარელი

უილ ფარელს შეუმდგარ პროექტში, აშშ-ს შეერთებული შტატების პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის როლი უნდა შეესრულებინა. სცენარის მიხედვით,  რეიგანის მეორე ვადით არჩევის შემდეგ, მას ალცჰეიმერის ნიშნები ეწყება, ხოლო ფილმის პროტაგონისტი, ახალგაზრდა ინტერნი, ცდილობს რეიგანი დაარწმუნოს იმაში, რომ ის უბრალოდ მსახიობია, რომელიც პრეზიდენტის როლს ასრულებს. როდესაც, რეიგანის შვილმა სცენარი წაიკითხა, მან მაშინვე აღნიშნა, რომ ეს სახუმარო თემა არ არის. იმავე აზრს იზიარებდა ალცჰეიმერთან ბრძოლის ასოციაცია. ფარელს სხვა გზა არ რჩებოდა და ფილმზე უარის თქმა მოუწია. 


ფოტო: I4U

კომენტარები