როჯერ ფედერერი

როჯერ ფედერერი პირველი შვეიცარიელი გახდა, რომელიც სიცოცხლეშივე გამოსახეს მონეტაზე

შვეიცარიაში როჯერ ფედერერის გამოსახულებით მონეტა მოიჭრება. ლეგენდარული ჩოგბურთელი პირველი შვეიცარიელი გახდა, რომელიც სიცოცხლეშივე გამოსახეს ადგილობრივ საიუბილეო მონეტაზე.

20- ფრანკიან მონეტას ოფიციალურად 2020 წლის 23 იანვარს გამოუშვებენ. მაისში კი 50- ფრანკიანი ოქროს მონეტა გამოვა.

ჩოგბურთელმა Twitter-ზე მონეტის დამზადების ვიდეო გამოაქვეყნა და ქვეყანას მადლობა გადაუხადა. 

"ამ წარმოუდგენელი პატივისთვის შვეიცარიას დიდი მადლობა"- დაწერა ფედერერმა

კომენტარები