საპროტესტო აქციები და ე.წ კონტრაქციები

ზუგდიდის პოლიციის უფროსი: პოლიციამ ადეკვატურად იმოქმედა

ტვ პირველი

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ზუგდიდის პოლიციის უფროსს, ირაკლი ფაცაციას კამერების წინ ჰკითხეს, რატომ იყო პოლიცია უმოქმედო მაშინ, როცა ქართული ოცნების მხარდამჭერები საპროტესტო აქციის მონაწილეებზე ძალადობდნენ და რატომ არ დააკავა პოლიციამ არც ერთი მოძალადე.

პარტიის წევრები ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან მივიდნენ. მათთან შესახვედრად სწორედ ფაცაცია გამოვიდა.

"ჩვენ მივიღეთ ზომები. სანამ დარბევა მოხდებოდა, იქამდე პერიმეტრზე იდგა პოლიციის 2 ეკიპაჟი. როგორც კი გახდა პოლიციის ჩართვა საჭირო, მაშინათვე პოლიციამ მოახდინა რეაგირება. პოლიციამ ადეკვატური პასუხი გასცა. დაკავებასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, მიმდინარეობს ქმედებები, სსკ-ის 187-ე მუხლით არის დაწყებული გამოძიება", - თქვა ფაცაციამ.

მასთან გასაუბრების შემდეგ ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ მათ პოლიციის უფროსისგან მხოლოდ ფორმლური პასუხი მოისმინეს.

"ენმ-ის ოფისი არის აქედან 3 წუთის გზაზე. როცა ანი წითლიძემ დარეკა პოლიციაში, პოლიცია ვალდებული იყო, რეაგირება ჰქონოდა შეტყობინებაზე.პერიმეტრი დაეცვა მოძალადე ჯგუფებისგან. ამავე დროს, არც ერთი ადამიანი ამ დრომდე დაკავებული არ არის. მაშინ, როცა სამოქალაქო აქტივისტებს ყოველდღიურად იჭერენ და ათავსებენ დროებითი მოთავსების იზოლატორებში, 12 დღით სჯიან. ეს იმიტომ, რომ მათ პირდაპირი დავალება აქვთ.ვიცით, რომ პოლიციელებს პირდაპირი მითითება ჰქონდათ შს მინისტრისგან, ვახტან გომელაურისგან, არ მოეხდინათ რეაგირება. ჩემვის ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი ფაცაციას პასუხი არის ასეთი ფორმალური და რომ პოლიცია ასრულებს პირდაპირ შეკვეთებს და დავალებებს:, - თქვა ხატია დეკანოიძემ.

3 ნოემბერს ზუგდიდში ქართული ოცნების აქტივისტებმა ენმ-ის ოფისის მინები ჩალეწეს. მმართველი გუნდის პარტაქტივის აქცია ოპოზიციური პარტიის ოფისთან რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეთა ნაწილი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. ადგილზე პოლიცია დაგვიანებით მივიდა.

რამდენიმე დღეა ხელისუფლებამ ტაქტიკა შეცვალა და აქტივისტებს, რომლებიც სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, მმართველი პარტიის ოფისსა თუ მაჟორიტარულ ბიუროსთან აქციას მართავენ, ტერიტორიაზე ე.წ. "კონტრაქციით" ხვდებიან.

განსაკუთრებით აქტიურობენ საკრებულოების, მერიებისა და მერიას დაქვემდებარებული სამსახურების თანამშრომლები.

ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები