ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე

ხანგოშვილის მკვლელობის გამო გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი გააძევა

0 კომენტარი
ზელიმხან ხანგოშვილი

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, გერმანიამ რუსეთის საელჩოს ორი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პრესრელიზს აქვეყნებს.

რუსი დიპლომატები გერმანიის ტერიტორიაზე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს გერმანიის მხრიდან გადადგმული პირველი ნაბიჯია. დიპლომატების გაძევების მიზეზი რუსული მხარის ინერტულობაა. გერმანიის შესაბამისმა უწყებებმა არაერთხელ მიმართეს რუსულ მხარეს კითხვებით და ჩართულობის თხოვნით, თუმცა რუსებს ამაზე რეაქცია არ ჰქონიათ. 

ამავდროულად, გერმანიის საგარეო უწყების პრესსამსახურში ამბობენ, რომ რუსეთის ინერტულობის შემთხვევაში გერმანია უფლებას იტოვებს, მიიღოს სადამსჯელო ზომები.

გერმანიის ფედერალური მთავრობა დიდი ხანია ეჭვობს, რომ მკვლელობის უკან ოფიციალური მოსკოვის სპეცსამსახურები დგანან. გუშინ, 3 დეკემბერს, გერმანულმა Spiegel-მა გაავრცელა მასალა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქმე უშუალოდ გენერალური პროკურორის დაქვემდებარებაში გადადიოდა. 

დღეიდან გენპროკურორი პეტერ ფრანკი პირადად უხელმძღვანელებს საქმეს. Spiegel-მა მიმდინარე გამოძიების ფონზე, რუსეთსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაძაბვა ივარაუდა. 

უფრო მეტი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები